მართლმორწმუნე ჰალიფათა თანავარსკვლავედი
კაცობრიობის ისტორიაში განსაკუთრებულადაა მიჩნეული „ასრი საადათის“ პერიოდი. ეპოქა, რომელშიც ქმნა სიკეთისა, კეთილგონიერება, ზნეობრიობა, სამართლიანობა, კაცთმოყვარეობა, შეთანხმებული იყო ალლაჰის ნებასთან და მორალურ კრიტერიუმებთან. ეჭვგარეშეა, რომ ყოველივე ზემოთქმული უკავშირდება პერიოდს, როდესაც დედამიწაზე მისი მადლმოსილება ანათებდა.