ნამაზი
ნამაზი, ის წარმოუდგენელი წყალობაა, რითაც უზენაესმა ალლაჰმა, მხოლოდ მუსლიმები დაასაჩუქრა. ნამაზი სულის საზრდო, გულის მკურნალი, ჯანმრთელობის, სიხარულისა და მხნეობის საწინდარია. ნამაზი მორწმუნის მირაჯი ცად ამაღლებაა. ის ადამიანს თავის გამჩენთან აახლოებს, სულიერად ამაღლებს და აკეთილშობილებს. ადამიანს უზენაესი ალლაჰის წინაშე იმდენი ფასი აქვს, რამდენსაც ის ნამაზს ანიჭებს. ნამაზი ჩვენი თვალის ჩინი, გულის სიხარული და სიმშვიდეა.