ახალი მთვარე - 68
რელიგიურ საგანმანათლებლო პერიოდულ ჟურნალში ახალი მთვარე, რომელიც ორ თვეში ერთხელ გამოდის, განთავსებულია შემდეგი რუბრიკები: რელიგია და საზოგადოება, ისტორიული ფურცლები და ცნობილი ადამიანები, ღვთისმსახურების წესები ისლამში, ანუ `ილმიჰალი, გპასუხობთ თეოლოგი, შემეცნება და გართობა და სავაშვო გვერდი. თითოეული რუბრიკა ემსახურება მკითხველთა ფართო წრის ინტერესებს. ჟურნალში უამრავი საინტერესო საკითხის ირგვლივ სტატიები ქვეყნდება. აქ, მკითხველს საშუალება ეძლევა, გაეცნოს ამომწურავ პასუხებს იმ აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც საზოგადოების ყურადღების ცენტრშია მოქცეული, ამასთანავე, ჟურნალში დიდი ადგილი ეთმობა რელიგიურ თემებს, რომელთა საშუალებითაც მისი, როგორც მუსლიმი ასევე არამუსლიმი მკითხველები, ჩვენი რელიგიის ძირითად პრინციპებსა და ამოსავალ დებულებებს ეცნობიან.