მუსლიმთა გამოცდა ფულით
ადამიანის ფულით გამოცდა მუსლიმ მორწმუნეთა წინაშე მდგარი ერთ-ერთი აქტუალური და გლობალური პრობლემაა. ფულსა და სიმდიდრეზე დახარბებული ადამიანი თავის გამჩენს - ალლაჰსაც კი ივიწყებს და მუდამ მეტი მოგების, უფრო დიდი შემოსავლის ძიებაშია, მუდამ უკეთესი ფუფუნებისა და განცხრომის იდეებითაა დამუხტული.
ყველა მოკვდავს უნდა ახსოვდეს, რომ უზენაესი ალლაჰის გამოცდა მხოლოდ ერთხელაა, მხოლოდ განკითხვის დღეა მისი სატესტო ადგილი და ამ გამოცდის გადაბარება აღარ შეიძლება. უზენაესი ალლაჰი ყველაზე სამართლიანი, ყველაზე მოწყალე და მიმტევებელია.
ეს წიგნი სწორედ მათთვისაა დაწერილი, ვინც დღეს მორწმუნის სახელს ატარებს, თუკი წიგნს გულდასმით წავიკითხავთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დარიგებებს ვიპოვით, რაც არასდროს დაგვავიწყდება და ყოველდღე დაგვაფიქრებს ამ საკითხზე: „მე გამოსაცდელად ვარ მოვლენილი დედამიწაზე“, „მე ხომ შემოსავალი მაქვს - მმართებს ზექათი გადავიხადო და სხვებს დავეხმარო.“