ბედნიერების ეპოქაში, ისლამის წმინდა გზაზე, უკეთილშობილეს შუამავალზე ძლიერ და გულწრფელად შეყვარებულ, მისი აღმავლობისათვის მებრძოლ, მუდამ თავგანწირულ თანამიმდევართაგან უმეტესი ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც წმინდა შუამავალს, სიცოცხლითა და მთელი სიმდიდრით მხარს უჭერდნენ და გვერდით ედგნენ. ამ თვალსაზრისით, არ იქნებოდა შეცდომა, თუკი ისლამს ახალგაზდულ მოძრაობას ვუწოდებთ. ახალგაზრდა თანამიმდევრებმა, რწმენის გამო მიატოვეს მდიდრული, ავტორიტეტული და თავისუფალი ცხოვრება. მათ წამების ატანის ფასადაც კი ალლაჰის შუამავლის გვერდით დგომა ირჩიეს. ამის უმთავრესი მიზეზი, მათდამი შუამავლის ნდობა, დაფასება და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება იყო. ამის წყალობით ახალგაზრდა თანამიმდევრებმა თავიანთი ნიჭის თავისუფლად გამოყენებისთვის ხელსაყრელი მომენტი იპოვეს. ამ წიგნში თქვენ წაიკითხავთ უკეთილშობილესი შუამავლის ერთგული თანამიმდევრების მოკლე ისტორიებსა და მათი თავგანწირულობის მაგალითებს.