40 ხადისი მოთხრობებში

ყოვლისშემძლე ალლაჰს სურს, რომ მისი მსახურები ბედნიერები იყვნენ. ის თავის მსახურებს მაცნეებს უგზავნის, რათა ასწავლონ ადამიანებს, როგორ მიაღწიონ ბედნიერ ყოფას. მაცნეები არიან ადამიანების მეგზურები და მასწავლებლები. ისინი ხალხს ყოვლისშემძლე ალლაჰს აცნობენ და ამ სამყაროში ცხოვრების წესებს ასწავლიან. ასე იყო ყოველთვის, დაწყებული პირველი შუამავალი ადამიდან, ბოლო შუამავალი მუჰამედით დამთავრებული, მშვიდობა და ალაჰის სალამი იყოს მათზე.
თქვენ იცით, რომ ჩვენი შუამავალის გამონათქვამებს ჰადისებს უწოდებენ?! შუამავალმა, რომელმაც მოგვიტანა ჩვენ წმინდა ყურანი, რომელიც უზენაესი ალლაჰის ბრძანებას წარმოადგენს, თავის ჰადისებში განმარტა ღვთიური მცნებები. ჰადისებში ჩვენი საყვარელი შუამავალი გვასწავლის, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ მივაღწიოთ ბედნიერებას ამქვეყნიერ და მომავალ ცხოვრებაში.
ჩვენ, რაც შეიძლება მეტი უნდა ვიკითხოთ ყურანი და ასევე ჰადისები, რათა კარგად გავიგოთ ყოვლისშემძლე ალლაჰის ბრძანებები და უშეცდომოდ შევისწავლოთ ჩვენი მშვენიერი რელიგია. გასული საუკუნეების განმავლობაში, ისლამის დიდებულმა სწავლულებმა, შუამავალის გამონათქვამებიდან მოამზადეს ორმოცი ჰადისის კრებული და ამ გზით მუსლიმებს გაუადვილეს წმინდა ჰადისების შესწავლა.
…წიგნის ელექტრონული ვერსია (PDF), შეგიძლიათ უფასოთ გადმოწეროთ ბმულიდან…