ნოველებით ახსნილი ნამაზის სურეები და ვედრებები

არანაირი სარგებელი არ აქვს არცერთ ღვთისმსახურებას, თუკი ამას გულწრფელად, დაფიქრებითა და გათავისებით არ ვასრულებთ. გამომდინარე აქედან, ნამაზის, როგორც მუსლიმი ადამიანის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ღვთისმსახურების, შესრულებისას, საჭიროა, წაკუთხული სურებისა და ვედრებების მნიშვნელობის ცოდნა, რათა ამ დროს უფრო მეტი სიამოვნება ვიგრძნოთ. ნამაზი უზენაეს ალლაჰთან საუბრის ტოლფასია. როდესაც ლოცვის დროს ადამიანი სამყაროთა გამჩენის წინაშე წარსდგება და ესაუბრება, ეს მას სისტემატიური ღვთისმსახურების შესრულების მხრივ ძალიან დიდ სტიმულს აძლევს. სურა ფათიჰა სულ შვიდი აიათისგან შესდგება. მისი არცოდნა ნამდვილი დაუდევრობა იქნება იმ მუსლიმისთვის, რომელიც მთელი ცხოვრება ნამაზს ასრულებს და მისი მნიშვნელობა არ იცის.


მუსლიმთა გამოცდა ფულით

ადამიანის ფულით გამოცდა მუსლიმ მორწმუნეთა წინაშე მდგარი ერთ-ერთი აქტუალური და გლობალური პრობლემაა. ფულსა და სიმდიდრეზე დახარბებული ადამიანი თავის გამჩენს - ალლაჰსაც კი ივიწყებს და მუდამ მეტი მოგების, უფრო დიდი შემოსავლის ძიებაშია, მუდამ უკეთესი ფუფუნებისა და განცხრომის იდეებითაა დამუხტული.
ყველა მოკვდავს უნდა ახსოვდეს, რომ უზენაესი ალლაჰის გამოცდა მხოლოდ ერთხელაა, მხოლოდ განკითხვის დღეა მისი სატესტო ადგილი და ამ გამოცდის გადაბარება აღარ შეიძლება. უზენაესი ალლაჰი ყველაზე სამართლიანი, ყველაზე მოწყალე და მიმტევებელია.
ეს წიგნი სწორედ მათთვისაა დაწერილი, ვინც დღეს მორწმუნის სახელს ატარებს, თუკი წიგნს გულდასმით წავიკითხავთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დარიგებებს ვიპოვით, რაც არასდროს დაგვავიწყდება და ყოველდღე დაგვაფიქრებს ამ საკითხზე: „მე გამოსაცდელად ვარ მოვლენილი დედამიწაზე“, „მე ხომ შემოსავალი მაქვს - მმართებს ზექათი გადავიხადო და სხვებს დავეხმარო.“


ისლამი ღვთაებრივი რელიგია

ყოვლისშემძლე ალლაჰი, რომელმაც სამყარო დაადამიანები გააჩინა და ჭეშმარიტი გზისსაჩვენებლად რელიგია გამოუგზავნა, ერთადერთია. ამიტომ აუცილებელია ყველაგარდმოვლენილი წიგნისა და შუამავლისავირწმუნოთ, რადგანაც მთელი ისტორიისგანმავლობაში ადამიანები ამას ადასტურებდნენ. უზენაესი ალლაჰის მიერ უკანასკნელ რელიგიადგარდმოვლენილი რწმენა ისლამია. ისლამისჭეშმარიტებას ადასტურებს წმინდა წიგნი ყურანი, კეთილშობილი მუჰამმედის ბ სიკეთით სავსეცხოვრება და მისი ამაღლებული ზნეობა.
ყოველივე ამასთან ერთად საჭიროა ყურადღებისგამახვილება შემდეგ გარემოებაზე: ისლამისა დამისი შუამავლის ცხოვრების შესწავლისასაუცილებელია, მოვერიდოთ მასობრივისაინფორმაციო საშუალებებისა და ადამიანებისსუბიექტურ გამონათქვამებს, ვარაუდებსა დადამოკიდებულებებს. ასეთ შემთხვევაში საჭიროა, მივმართოთ ძირითად წყაროებს, რომლებიცმეცნიერული სიზუსტითაა დაწერილი, თვითწმინდა ყურანის ახსნა-განმარტებების დროსაც ესწყაროები გამოვიყენოთ და აუცილებელია, უპირატესობა სწორ და ობიექტურ თარგმანსმივანიჭოთ.


სკოლამდელი აღსაზრდელთათვის ფასეულობათა სწავლება და აქტივობათა ნიმუშები

თითოეული ჩვენგანის ინდივიდუალური ვალია გადავცეთ და ავუხსნათ საზოგადოების ნებისმიერ ფენას უკეთილშობილესი მუჰამმედ შუამავლის პრაკტიკაში გატარებული წმინდა ყურანისეული მორალი და ფასეულობები. ვინაიდან დღეს, როცა სულიერი ფასეულობები თანდათან დაიკარგა და საზოგადოება მატერიალური მოთხვნილებების მორჩილად იქცა, გაჭირვებულთა და დავრდომილთა ხმა ძალიან ცოტა ვინმეს თუ ესმის. ათასობით ასეთი ადამიანის დახმარების ძახილი ზეცას აყრუებს და თუკი ძალგვიძს, ვალდებული ვართ დახმარების ხელი გავუწოდოთ ყველა იმას, ვისაც ასეთ არასახარბიელო ვითარებაში ვხედავთ. თუკი დღეს ყურებს დავიხშობთ და მუჰამმედ შუამავლის მიმდევართ დახმარების ხელს არ გავუწვდით, ხვალ ჩვენი შვილებისა თუ შვილიშვილების დასახმარებლად ვინ გაირჯება, ან ვინ დადგება მათ დასაცავად და ვინ მოუსმენს მათ ძახილს?! თქვენს ხელთ არსებული წიგნი, მომავალი თაობისთვის სწორედ აღნიშნული პრობლემების წინ აღსადგომად გაწვდილი ხელია, რომელიც მათ რწმენას დაიცავს, ღვთისმსახურებას არ დააშორებს და სულიერი სიბნელისგან გადაარჩენს. ეს წიგნი - „სკოლამდელი აღსაზრდელებისთვის ფასეულობათა სწავლება“ აღმზრდელი პედაგოგებისა და მშობლებისთვის საუკეთესო ნაშრომია.


შუამავალთა ჯაჭვი - 1

წმინდა მუჰამმედის (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) შუამავლობა, მტკიცებულებაა იმისა, რომ ყველა ადრინდელი შუამავალი ერთღმერთიანობას ქადაგებდა, თითოეული შუამავლის ღვთიური მოვალეობა, ადამიანების გაფრთხილება, გულების გამოფხიზლება, ხალხის ღვთისმსახურებისკენ წახალისება და აშკარად ცოდვის ჩამდენთაგან თავის შორს დაჭერისკენ მოწოდება იყო. ყველაფერ ამის შედეგად კი, მონა-მსახურებმა შუამავლების მიერ გადატანილი სიძნელეები უნდა წარმოიდგინონ, რათა მოთმინება ისწავლონ და ღმერთს მოცემული წყალობისთვის მადლობა გადაუხადონ. ჩვენს მიერ შედგენილი ეს ნაწარმოები, შუამავლობის კალენდრის პირველიდან ბოლო ფურცლამდე, ყურანში ნახსენები ყველა შუამავლის, ცხოვრებისეულ სიბრძნესა და საოცრებებს მოიცავს.


ცხოვრების კრიტერიუმები

იმისათვის რომ სიცოცხლე გავილამაზოთ და მშვენიერი ელფერი შევმატოთ, წმინდა ყურანთან ერთად, მტკიცედ უნდა ჩავეჭიდოთ ძვირფას ჰადისებს. ამიტომაც ჩვენი უპირველესი მოვალეობა არის ის, რომ ჰადისები წავიკითხოთ, კარგად გავიგოთ და შეძენილი ცოდნა სხვებსაც გავუზიაროთ. წმინდა შუამავალი (ს.ა.ვ.) ბრძანებს: „უზენაესმა ალლაჰმა გაუბრწყინოს სახე მას, ვინც ჩემს სიტყვას მოისმენს გაიგებს და ცოდნას სხვებსაც გადასცემს“. თქვენ ხელთ არსებული ნაშრომი, სწორედაც იმ მიზნით დავწრეთ, რომ ჩვენც გვხვდეს წილი უკეთილშობილესი შუამავლის (ს.ა.ვ.) ამ უაღრესად ძვირფასი ვედრების და თქვენ, როგორც ძვირფას მკითხველს მოგცეთ ხალისი იმისა, რომ წილად გერგოთ აღნიშნული ვედრების მადლი.


ჩემი სარწმუნოება - 1

ამ წიგნში დაწვრილებითაა ახსნილი ღვთისმსახურებასთან, თაჰარეთთან, ღუსლთან (მთლიანი სხეულის განბანვა), თეიმუმსა და ნამაზთან დაკავშირებული საკითხები. ყოველი თემის განხილვა იწყება საინტერესო მოთხრობით. წიგნში მოყვანილია მრავალი აიათი, უკეთილშობილესი შუამავლის (სელლელლაჰუ ალეიჰი ვე სელლემ) ჰადისები და საჰაბეთა მოგონებები. ნაშრომში ასევე საუაბარია მუჰამმედ შუამავლის (სელლელლაჰუ ალეიჰი ვე სელლემ) ერთგულ თანამიმდევრებსა და გამოჩენილ ისლამოლოგებზე, წიგნში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მათ გამონათქვამებსაც. მასალის ათვისების გასაადვილებლად, ბევრი თემა კითხვა-პასუხის სახითაა გადმოცემული. იქ, სადაც აუცილებელია, განმარტება მოტანილია ცხრილებისა და სქემების სახით. ყოველი თავის ბოლოში მოცემულია ცოდნის გასაკონტროლებელი კითხვები.


მუჰამმედ მუსტაფა

ეს წიგნი წარმოადგენს სამტომეულის `საუკეთესო მაგალითი~ პირველ ნაწილს, რომელიც ეძღვნება უზენაესი გამჩენის უკანასკნელ შუამავალს - უკეთილშობილეს მუჰამმედს, რომლის ცხოვრება მთელი კაცობრიობისთვის ყველაზე საუკეთესო მაგალითია. ამ წიგნში თითოეული, თავისი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, საუკეთესო დამრიგებელს დაინახავს. პირველი ტომი დატვირთულია შუამავლის (სელლელლაჰუ ალეიჰი ვე სელლემ) რელიგიური ცხოვრებიდან ნაკლებად ცნობილი ფაქტებით (ნამაზის არსი, სახეები და ფორმები, მარხვა, ჰაჯობა, ქველმოქმედება, ვედრება და სხვა), ნაშრომში მოცემულია შუამავლის ხასიათის გარეგნული შტრიხები და აღწერილია მისი ყოველდღიურ ცხოვრება.