ნაშრომი ორ ნაწილადაა დაყოფილი.
ნაწილი პირველი: ამ ნაწილში სურას ზოგადი მიმოხილვაა მოცემული და სურაში მოხსენიებული ზოგიერთი სიტყვებისა და ტერმინების ახსნას ეთმობა ადგილი.
ნაწილი მეორე: `სურას თეფსირი~ ამ ნაწილშიც, ისევე როგორც პირველ თავში, თეფსირის სწავლულებს მივმართეთ და აიათები ქვესათაურებად განვმარტეთ.
პირველ ხუთ აიათში შუამავლის ბ მიმართ ქცევის კულტურა, მისი მიმდევრობა და მისადმი მორჩილების მორწმუნეთა შორის ურთიერთობაში გამოხატულების საკითხებია განხილული.
6-8 აიათებში ინფორმაციის წყარო და ამ წყაროების სანდოობის დასათაურებაა განხილული. გარდა ამისა, განხილულია შუამავლისგან განსხვავებით სხვების ნება-სურვილებზე აყოლის საფრთხე, ურწმუნოება, დაუმორჩილებლობა, ღალატი და ამბოხი, აგრეთვე უზენაესი ალლაჰის დახმარებით რწმენის განმტკიცება ადამიანთა გულებში.
9-10 აიათებში კი ზოგადად ურთიერთობებზე, ერთმანეთის მიმართ გამოსახატ ქმედებებზე და მორწმუნეთა სულიერ ძმობაზეა საუბარი.
11-13 აიათებში კი საუბარია იმაზე, რომ რამდენად ცუდი საქციელია და რამდენად დიდ ზიანს აყენებს სულიერ ძმობას დაცინვა, დამცირება, ცუდი ზედმეტსახელის დარქმევა, სხვის მიმართ ცუდი ფიქრი, სხვისი ნაკლის მოძიება, ჭორაობა და ასე შემდეგ. გარდა ამისა, აღნიშნულია ისიც, რომ რა სიბრძნეა ჩადებული ადამიანების ერთი მდედრისა და მამრისგან გაჩენაში, შემდეგ კი მათ ტომებად და გვარებად დაყოფაში. აქვეა ლაპარაკი ადამიანების უპირატესობის სახეებზე, თუ რა შემთხვევაში შეიძლება იყოს ერთი ადამიანი მეორეზე უპირატესი.
14-18 აიათებში კი ზოგადად მიმოხილულია ისლამი და რწმენა, აღმზრდელობითი საკითხები სოფლებსა და ქალაქებს შორის და მათ შორის არსებული განსხვავებები, ჭეშმარიტი მორწმუნეების თვისებები, ადამიანების უზენაეს ალლაჰსა და შუამავალ მუჰამმედზე ბ მორჩილება, ალლაჰის მიერ ცათა და დედამიწის მომავლის ცოდნა. ნაშრომში აღნიშნული სურას დასასრულს დასკვნაა განთავსებული.