შუამავალთა ჯაჭვი - 2

ეს წიგნი წარმოადგენს სახელმძღვანელო წიგნის - `შუამავლების ჯაჭვი 1 ის~ გაგრძელებას და შედგენილია იმავე წესებითა და მეთოდებით. მასში მოთხრობილია:შუამავალ მუსაზე, მუსას ღვთისმოსავ ძმა - შუამავალ ჰარუნზე, რომელიც მას ყოველთვის ეხმარებოდა, შუამავალ დავუდზე. შუამავალ სულეიმანზე, უზეირზე, შუამავალ ეიუბზე, შუამავალ იუნუსზე, შუამავალ ილიასზე, შუამავალ ელიასზე, შუამავალ ზულქიფლზე, რომელსაც ღმერთი უხვად სწყალობდა. საოცარი რჩევებით ლეგენდადქცეულ, ხილულ და უხილავ დაავადებათა ექიმების უხუცეს - შუამავალ ლოყმანზე, შუამავალ ზექერიაზე, შუამავალ იაჰიაზე და შუამავალ ისაზე (იესო).


ურთიერთობა ბავუშვებთან


ახალგაზრდა თანამიმდევრები

ბედნიერების ეპოქაში, ისლამის წმინდა გზაზე, უკეთილშობილეს შუამავალზე ძლიერ და გულწრფელად შეყვარებულ, მისი აღმავლობისათვის მებრძოლ, მუდამ თავგანწირულ თანამიმდევართაგან უმეტესი ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც წმინდა შუამავალს, სიცოცხლითა და მთელი სიმდიდრით მხარს უჭერდნენ და გვერდით ედგნენ. ამ თვალსაზრისით, არ იქნებოდა შეცდომა, თუკი ისლამს ახალგაზდულ მოძრაობას ვუწოდებთ. ახალგაზრდა თანამიმდევრებმა, რწმენის გამო მიატოვეს მდიდრული, ავტორიტეტული და თავისუფალი ცხოვრება. მათ წამების ატანის ფასადაც კი ალლაჰის შუამავლის გვერდით დგომა ირჩიეს. ამის უმთავრესი მიზეზი, მათდამი შუამავლის ნდობა, დაფასება და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება იყო. ამის წყალობით ახალგაზრდა თანამიმდევრებმა თავიანთი ნიჭის თავისუფლად გამოყენებისთვის ხელსაყრელი მომენტი იპოვეს. ამ წიგნში თქვენ წაიკითხავთ უკეთილშობილესი შუამავლის ერთგული თანამიმდევრების მოკლე ისტორიებსა და მათი თავგანწირულობის მაგალითებს.


40 ხადისი მოთხრობებში

ყოვლისშემძლე ალლაჰს სურს, რომ მისი მსახურები ბედნიერები იყვნენ. ის თავის მსახურებს მაცნეებს უგზავნის, რათა ასწავლონ ადამიანებს, როგორ მიაღწიონ ბედნიერ ყოფას. მაცნეები არიან ადამიანების მეგზურები და მასწავლებლები. ისინი ხალხს ყოვლისშემძლე ალლაჰს აცნობენ და ამ სამყაროში ცხოვრების წესებს ასწავლიან. ასე იყო ყოველთვის, დაწყებული პირველი შუამავალი ადამიდან, ბოლო შუამავალი მუჰამედით დამთავრებული, მშვიდობა და ალაჰის სალამი იყოს მათზე.
თქვენ იცით, რომ ჩვენი შუამავალის გამონათქვამებს ჰადისებს უწოდებენ?! შუამავალმა, რომელმაც მოგვიტანა ჩვენ წმინდა ყურანი, რომელიც უზენაესი ალლაჰის ბრძანებას წარმოადგენს, თავის ჰადისებში განმარტა ღვთიური მცნებები. ჰადისებში ჩვენი საყვარელი შუამავალი გვასწავლის, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ მივაღწიოთ ბედნიერებას ამქვეყნიერ და მომავალ ცხოვრებაში.
ჩვენ, რაც შეიძლება მეტი უნდა ვიკითხოთ ყურანი და ასევე ჰადისები, რათა კარგად გავიგოთ ყოვლისშემძლე ალლაჰის ბრძანებები და უშეცდომოდ შევისწავლოთ ჩვენი მშვენიერი რელიგია. გასული საუკუნეების განმავლობაში, ისლამის დიდებულმა სწავლულებმა, შუამავალის გამონათქვამებიდან მოამზადეს ორმოცი ჰადისის კრებული და ამ გზით მუსლიმებს გაუადვილეს წმინდა ჰადისების შესწავლა.
…წიგნის ელექტრონული ვერსია (PDF), შეგიძლიათ უფასოთ გადმოწეროთ ბმულიდან…


ჩვენი ორგანოები საუბრობენ, გესმით?

ჩვენს ყველა ორგანოს გააჩნია საკუთარი უნიკალური სასწაულებრივი ენა და მეხსიერება. ყველა მათგანმა კარგად იცის, რისი გაკეთება მოეთხოვებათ და ასევე ძალიან კარგად ესმით, თუ ჩვენ მათი საშუალებით რას ვაკეთებთ. თანაც ისე ძალიან კარგად, რომ დეტალურად შეუძლიათ ისაუბრონ მთლიანი სამყაროს შემქმნელი ღმერთის წინაშე… ჩვენ ამ ცხოვრებაში ყოფნისას უნდა გვესმოდეს ჩვენი სხეულისა და ჩვენს სამსახურში მყოფი ორგანოების ენა და უნდა ვიგებდეთ მათ საუბარს. თუ მათ მოსმენას შემდეგი ცხოვრებისთვის გადავდებთ, ძალიან გვიანი შეიძლება იყოს, არა? მოდით! ყური დავუგდოთ ჩვენი ორგანოების საუბარს. ვნახოთ რას გვეტყვიან! რა საიდუმლოს გაგვიმხელენ! ჩუ, ჩუმად იყავით! გესმით? ნახეთ როგორ საუბრობენ?! წიგნის ელექტრონული ვერსია (PDF), შეგიძლიათ უფასოთ გადმოწეროთ ბმულიდან…


ერთი კოკა წყალი


მოუსმინე, როგორ გვესაუბრება ყველაფერი

ამ წიგნთან ერთად თქვენ იმოგზაურებთ არაჩვეულებრივ, სხვა სამყაროებში! თქვენ დატკბებით ბრწყინვალე სურათების ცქერით, სადაც აღბეჭდილი იქნება შემოქმედის აღმაფრთოვანებელი ხელოვნება და რომელთა ჭვრეტაც შეუძლებელია ოდესმე მოგბეზრდეთ! ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ, ყველაფერი სრულიად ახლებურად წარსდგება თქვენს წინაშე! თქვენ სულ სხვაგვარი დამოკიდებულება გაგიჩნდებათ მზისა და წყლის მიმართ. მიწა, რომელზედაც თქვენ დადიხართ, ხეები, რომლებიც თქვენს ზემოთ შრიალებენ და თავიანთ ჩრდილში გახვევენ, სრულიად განსხვავებულად მოგეჩვენებათ. ცაში მონავარდე ჩიტში, მწერსა და ზღვაში მოლივლივე თევზში, რომლებიც თავიანთი საქმით არიან დაკავებული, თქვენ დაინახავთ ღვთიური სასწაულის გამოვლინებას...
წიგნის ელექტრონული ვერსია (PDF), შეგიძლიათ უფასოთ გადმოწეროთ ბმულიდან…