ლოცვის მასწავლებელი
რწმენის საგანძური უმნიშვნელოვანესი და აუცილებელია ყოველი ადამიანისთვის. თუმცა მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. მუდმივად საჭიროა ღვთისმსახურებით რწმენის განმტკიცება. ვინაიდან ღვთისმსახურების გარეშე რწმენა ღიად დარჩენილ ანთებულ ლამპარს ჰგავს, რომელსაც მცირედ მონაბერი ნიავიც კი იოლად ჩააქრობს. წიგნი `ლოცვის მასწავლებელი` აუცილებელია იყოს ყველა მუსლიმის ოჯახში. ვინაიდან ამ წიგნში დაწვრილებით არის განმარტებული განწმენდისა და ლოცვის შესრულების თანმიმდევრობა. სწორედ ეს არის, რაც მორწმუნესა და ურწმუნოს შორის განსხვავებას წარმოაჩენს.