Let’s Learn About Wudu’, Ghusl, And Salah (Maliki)


გამჩენზე, სამყაროსა და ადამიანზე დაფიქრება

ყურანი, ადამიანი და სამყარო – ეს, ის სამი ძირითადი კომპონენტია, რომლებზეც შეიძლება ღრმად დაფიქრდეს პიროვნება და შეიცნოს უზენაესი ალლაჰის ულამაზესი სახელები და მისი ძლევამოსილება.
უზენაესმა ალლაჰმა, მხოლოდ ადამიანს არგუნა წილად ამის საშუალება, დაფიქრება და შეგრძნება. დაფიქრება, ერთადერთი და შეუდარებელი საშუალებაა იმისა, რომ ადამიანმა სულიერების მაღალ საფეხურს მიაღწიოს.
წმინდა ყურანის უამრავი აიათი, რომელიც ჭეშმარიტებისა და ბედნიერების უბადლო წინამძღვარია, სწორედაც რომ დაფიქრებისკენ მოგვიწოდებს. ადამიანის გაჩენასთან დაკავშირებული მოსაზრებები, სამყაროში არსებული წესრიგი და ჰარმონია, უზენაესი ალლაჰის უსაზღვრო ძლიერებას ადასტურებს.
უზენაესი ალლაჰი წმინდა ყურანში, ბრძანებს: …`...ნუთუ არ დაფიქრდებით?“ (#6/50). `...ასე განგიმარტავთ ალლაჰი თავის აიათებს, ეგებ დაფიქრდეთ“. (2/ 219, 266.) „ნუთუ ისინი ყოველმხრივად არ გაიაზრებენ ყურანს?...“. (47/#24, 4/82).