საუკეთესო მაგალითი - 2

რელიგია ისლამი, რომელიც ადამიანთა აღზრდას ძირითადი რელიგიური პრინციპების საშუალებით ახდენს, სიცოცხლის აზრსა და დედამიწაზე ყოფნის მიზანს გვასწავლის. დაბადებიდანვე ადამიანი აღზრდა - განათლებას იღებს და მთელი ცხოვრება იღწვის სულიერ სრულყოფილებისათვის, ეს პროცესი გარდაცვალებამდე გრძელდება. ასევე აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ განუწყვეტელი სულიერი განვითარებისთვის, საჭიროა ყოველდღიური სწავლა და მიღებული ცოდნის პრაქტიკული განხორციელება.
ალლაჰის შუამავლის, როგორც `საუკეთესო მაგალითის მიერ, ისლამისკენ ადამიანთა მოხმობის ძირითად საშუალებად, მჭერმეტყველების და ლაკონურობის მწვერვალი, ყურანი გვევლინება, რომელიც არის ღვთიური სიტყვა. აი, სწორედ ამიტომ უზენასემა ალლაჰმა სამყაროს წარმოუდგინა უკეთილშობილესი მუჰამმედი (ს.ა.ს), როგორც საუკეთესო, მისაბაძი მაგალითი და მის კვალდაკვალ სიარული გვიბრძანა.
უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: ვფიცავ, ალლაჰის შუამავალი საუკეთესო მაგალითია თქვენთვის... სურა აჰზაბი 33/21)


ისლამის დოგმატიკა (აყიდა)

ისლამის თვალსაზრისით, რელიგია არის ადამიანების ცხოვრების წესის მოსაწესრიგებლად, ერთი ღმერთის მიერ დადგენილი რწმენა, რომელიც გვაძლევს ცოდნას ადამიანის გაჩენის მიზნისა და იდუმალი აზრის შესახებ, ასევე გამჩენისადმი თაყვანისცემის შესრულების მეთოდებზე. ის მიმართავს გონიერ ადამიანებს მაღალზნეობრივი, ღვთისნიერი საქმეების შესრულებისკენ, რელიგია ასევე არის ღვთიური კანონი, რომელიც ადამიანებზე გადაცემულია უზენაესი გამჩენის მიერ მისივე შუამავლების მეშვეობით. ეს რწმენა საშუალებას აძლევს კაცობრიობას მოიპოვოს ბედნიერება, როგორც მიწიერ, ასევე მარადიულ ცხოვრებაში.