შუამავალთა ჯაჭვი - 2

ეს წიგნი წარმოადგენს სახელმძღვანელო წიგნის - `შუამავლების ჯაჭვი 1 ის~ გაგრძელებას და შედგენილია იმავე წესებითა და მეთოდებით. მასში მოთხრობილია:შუამავალ მუსაზე, მუსას ღვთისმოსავ ძმა - შუამავალ ჰარუნზე, რომელიც მას ყოველთვის ეხმარებოდა, შუამავალ დავუდზე. შუამავალ სულეიმანზე, უზეირზე, შუამავალ ეიუბზე, შუამავალ იუნუსზე, შუამავალ ილიასზე, შუამავალ ელიასზე, შუამავალ ზულქიფლზე, რომელსაც ღმერთი უხვად სწყალობდა. საოცარი რჩევებით ლეგენდადქცეულ, ხილულ და უხილავ დაავადებათა ექიმების უხუცეს - შუამავალ ლოყმანზე, შუამავალ ზექერიაზე, შუამავალ იაჰიაზე და შუამავალ ისაზე (იესო).


ერთი კოკა წყალი


ჰაჯობა და უმრა

ამ ბროშურაში ავტორი ჰაჯობისა და უმრას სულიერი მხარეების ჩვენებას ცდილობს, რათა დაგვეხმაროს მათი დიდი სულიერი სარგებლობით შესრულებაში. ჰაჯობის შემსრულებელთაგან ბევრს, როდესაც მათ ეს წიგნი წაიკითხეს და პირადი გამოცდილება იმ მდგომარეობებსა და მომენტებს შეადარეს, რომელზეც ავტორი ამახვილებს ყურადღებას, გაუჩნდათ კითხვა: `მაგრამ რას ვაკეთებდი, საერთოდ, იქ? რამდენად ჰგავს ჩემ მიერ შესრულებული იმას, რასაც ჩვენი შუამავალი `ჰაჯჯი მებრურს~ ანუ წუნის გარეშე, სულიერი სილამაზითა და აღმაფრენით შესრულებულ ჰაჯობას უწოდებდა. წიგნი რეკომენდირებულია მუსლიმებისთვის, რომელთაც ჰაჯობისა და უმრის შესრულება აქვთ განზრახული, ასევე მკითხველთა ფართო წრისთვის.


უკანასკნელი ამოსუნთქვა

ამ წიგნში მკითხველთა ყურადღება მიმართულია შემდეგი თემებისკენ: `ისარი~ (ანუ ქველმოქმედება მაშინ როცა თავად გასაჭირში ხარ) `ისთიღნა~ (იმით დაკმაყოფილება, რაც გაქვს) `ვაჭრობის ეთიკური ნორმები~, `ალლაჰისთვის გაღებული კეთილი სესხი,~ `როგორ ავიღოთ და გავცეთ სესხი~, `ვეფა~ (მიცემული სიტყვისადმი ერთგულება), `ბედისწერა და მისი საიდუმლოებანი~, წიგნში ასევე მოთხრობილია სუფიზმის კეთილშობილური გზის შესახებ, რომელიც არა მარტო რწმენისკენ, ღვთისნიერი ცხოვრებისა და ზნეობრიობისკენ მოგვიწოდებს, არამედ მიწიერ და მარადიულ ცხოვრებაში ბედნიერების მიღწევის გზებსაც გვიჩვენებს. წიგნი სასარგებლო იქნება მქადაგებლებისთვის და ასვე მკითხველთა ფართო წრისათვის.


ქველმოქმედება მოწყალება მსახურება

წიგნში დაწვრილებით არის განმარტებული რელიგია და ისლამის ზოგიერთი ძირითადი პრინციპი. რა არის სიმდიდრე? რა არის სიღარიბე? რა არის ამათი მიზეზი? როგორ უნდა განვკარგოთ ქონება და ვიგრძნოთ მისი ფლობის გემო. ავტორმა იმ საზოგადოების შეფასება, რომელშიც ვცხოვრობთ, ამ პრინციპების თვალსაზრისით ისურვა. წიგნი დატვირთულია განსახილველ თემასთან დაკავშირებული ისტორიული ფაქტებით, ალლაჰის წმინდა შუამავლის შესახებ, ცნობილი მეცნიერებისა და სწავლულების გამონათქვამებით. წიგნი არის წარმატების გასაღების ძიება, ის გვაიძულებს ვიგრძნოთ წინაპართა მაღალი სულიერება, მოგვითხრობს როგორი ზნეობრივი პრინციპებსა და ქცევებს მისდევდნენ ღვთისმსახურებებით დაკავებული ადამიანები და როგორია მათი სულიერი სამყარო.


ოსმან ნური თოფბაში


გამჩენზე, სამყაროსა და ადამიანზე დაფიქრება

ყურანი, ადამიანი და სამყარო – ეს, ის სამი ძირითადი კომპონენტია, რომლებზეც შეიძლება ღრმად დაფიქრდეს პიროვნება და შეიცნოს უზენაესი ალლაჰის ულამაზესი სახელები და მისი ძლევამოსილება.
უზენაესმა ალლაჰმა, მხოლოდ ადამიანს არგუნა წილად ამის საშუალება, დაფიქრება და შეგრძნება. დაფიქრება, ერთადერთი და შეუდარებელი საშუალებაა იმისა, რომ ადამიანმა სულიერების მაღალ საფეხურს მიაღწიოს.
წმინდა ყურანის უამრავი აიათი, რომელიც ჭეშმარიტებისა და ბედნიერების უბადლო წინამძღვარია, სწორედაც რომ დაფიქრებისკენ მოგვიწოდებს. ადამიანის გაჩენასთან დაკავშირებული მოსაზრებები, სამყაროში არსებული წესრიგი და ჰარმონია, უზენაესი ალლაჰის უსაზღვრო ძლიერებას ადასტურებს.
უზენაესი ალლაჰი წმინდა ყურანში, ბრძანებს: …`...ნუთუ არ დაფიქრდებით?“ (#6/50). `...ასე განგიმარტავთ ალლაჰი თავის აიათებს, ეგებ დაფიქრდეთ“. (2/ 219, 266.) „ნუთუ ისინი ყოველმხრივად არ გაიაზრებენ ყურანს?...“. (47/#24, 4/82).


მუსლიმთა გამოცდა ფულით

ადამიანის ფულით გამოცდა მუსლიმ მორწმუნეთა წინაშე მდგარი ერთ-ერთი აქტუალური და გლობალური პრობლემაა. ფულსა და სიმდიდრეზე დახარბებული ადამიანი თავის გამჩენს - ალლაჰსაც კი ივიწყებს და მუდამ მეტი მოგების, უფრო დიდი შემოსავლის ძიებაშია, მუდამ უკეთესი ფუფუნებისა და განცხრომის იდეებითაა დამუხტული.
ყველა მოკვდავს უნდა ახსოვდეს, რომ უზენაესი ალლაჰის გამოცდა მხოლოდ ერთხელაა, მხოლოდ განკითხვის დღეა მისი სატესტო ადგილი და ამ გამოცდის გადაბარება აღარ შეიძლება. უზენაესი ალლაჰი ყველაზე სამართლიანი, ყველაზე მოწყალე და მიმტევებელია.
ეს წიგნი სწორედ მათთვისაა დაწერილი, ვინც დღეს მორწმუნის სახელს ატარებს, თუკი წიგნს გულდასმით წავიკითხავთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დარიგებებს ვიპოვით, რაც არასდროს დაგვავიწყდება და ყოველდღე დაგვაფიქრებს ამ საკითხზე: „მე გამოსაცდელად ვარ მოვლენილი დედამიწაზე“, „მე ხომ შემოსავალი მაქვს - მმართებს ზექათი გადავიხადო და სხვებს დავეხმარო.“